ვაქცინაციის პორტალი გაიხსნა - მოქალაქეები რეგისტრაციას ისევ ვერ ახერხებენ

04.07.21 11:00
ვაქცინაციის პორტალი გაიხსნა - მოქალაქეები რეგისტრაციას ისევ ვერ ახერხებენ

ვაცქინაციის პორტალი კვლავ პარალიზებულია, მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ჯავშნის აღებას ისევ ვერ ახერხებენ. საიტზე რეგისტრაციის დაწყება შესაძლებელია, თუმცა ჯავშნის ვერიფიკაცია ვერ ხდება.

ცნობისთვის, "სინოფარმის" ვაქცინის დოზების დასაჯავშნად რეგისტრაციის პროცესი გუშინ, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი მოულოდნელად გაითიშა. მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა განმარტება, რომ საიტზე მასირებული კიბერ-შეტევა განხორციელდა.