ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

06.07.21 14:32
ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა. 

დელტა შტამის, ე.წ ინდური შტამის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ჯამურად არის 52 დადასტურებული, სულ, მთელი პერიოდის განმავლობაში. 5 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა ამ შემთხვევებში გამოკვეთილი არაა, თუმცა იმის რისკი, რო  დელტა შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს და შეფასებული მაჩვენებლით ესაა 10-დან 20-%-მდე, რა თქმა უნდა, არსებობს, ამდენად, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს - აცხადებს გაბუნია.