ე.წ ინდური შტამი იმატებს, წინა კვირას 25 შემთხვევა გვქონდა, ახლა 52-ია - გამყრელიძე

08.07.21 15:57
ე.წ ინდური შტამი იმატებს, წინა კვირას 25 შემთხვევა გვქონდა, ახლა 52-ია - გამყრელიძე

დელტას შტამი იმატებს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისივე თქმით, აუცილებელია ინტენსიური ვაქცინაცია:

წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა, სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, რადგან დელტას შტამი ევროპის ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს ალფას შტამს.

აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. ერთი მხრივ, პრევენციული ღონისძიებები,  პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია"- თქვა მან.