შემოვა თუ არა Pfizer-ის ვაქცინა - ამირან გამყრელიძის განმარტება

09.07.21 15:42
შემოვა თუ არა Pfizer-ის ვაქცინა - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, განმარტავს, რომ Pfizer-ის მილიონი დოზა ქვეყანაში ნამდვილად შემოვა, თუმცა შემდეგი დოზების მოწოდება დამოკიდებული იქნება აცრების ინტენსივობაზე. 

პირველი პარტია მილიონი დოზა შემოვა ეტაპობრივად, Pfizer დაგვაკვირდება, როგორი ინტენსივობა იქნება აცრების, დამოკიდებულია ასევე ჩვენს აქტივობებზე. შემდგომი პარტიების შემოსვლა თუ ვერ ავითვისეთ, დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ მოწოდება. მილიონ დოზაზე გიდასტურებთ, რომ არის კონტრაქტი გაფორმებული და ასევე აშშ-ს დახმარება რამდენიმე ასეული ათასი დოზის იქნება", - ამბობს გამყრელიძე.