952 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

11.07.21 11:16
952 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 999 პაციენტი. 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 281 კვლევა, მათ შორის 8 658 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 11 623 კი PCR-ით.

7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,69%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3,79%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4,18%.