გაზრდილი სტატისტიკა - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1862 შემთხვევა დაფიქსირდა

13.07.21 10:50
გაზრდილი სტატისტიკა - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1862 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი  5,3%-მდე გაიზარდა, ბოლო 14 დღის - 4%, ბოლო 7 დღის - 4,26%.

24 საათში 6 444 ადამიანი აიცრა, სრულად აცრილია 120 479.