კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

16.07.21 11:58
კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალშობილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. სამივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ამბობენ, რომ 155 საწოლიდან ამ წუთის მდგომარეობით 150 შევსებულია. საწოლფონდის არარსებობაზე საუბრობენ სხვა პედიატრიული კლინიკებიც. 

პაციენტების მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გუშინდელიდან დღემდე კლინიკაში შემოვიდა 25 პაციენტი, თუმცა ეს რიცხვი მუდმივად იცვლება"- აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი.