ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

20.07.21 11:49
ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ჩვილი კორონავირუსის დელტა შტამით იყო ინფიცირებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა. 

როგორც ცნობილია, ბავშვი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

სამწუხაროდ, გუშინ ღამით დაფიქსირდა ერთი გარდაცვალების ფაქტი. ახალშობილი გადმოყვანილი იქნა ოკუპირებული ტერიტორიიდან,  ბავშვი იყო 2 თვემდე ასაკის.  24 ივნისს დაუფიქსირდა კორონა. სასუნთქი სისტემის დამძიმებისა და გაუარესებუს გამო პირველ ივლისს  2 თვემდე ჩვილი იქნა გადმოყვანილი ციციშვილის სახელობის კლინიკაში. ჩვენთან შემოსვლისთანავე მდგომარეობა იყო მძიმე. აღენიშნებოდა რესპირაციული პრობლემები, ჰქონდა კოვიდ  ინფექციის დელტა ვარიანტი",  - აცხადებენ  ციციშვილის კლინიკაში. 

კლინიკაში რჩება კიდევ ერთი ჩვილი, რომელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

წინა კვირას, ამავე კლინიკაში მოთავსებული, კოვიდინფიცირებული 25 დღის ჩვილიც გარდაიცვალა.