მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

20.07.21 15:14
მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძ,ე მოსახლეობას აფრთხილებს.

მისი შეფასებით, ქორწილები და ქელეხები უკვე მსხვერპლშეწირვას ემსგავსება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შემიძლია, სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, ეს იქნება პირადი ინფორმაციის გავრცელება. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა, ახლახანს მოხდა ერთ-ერთ რაიონში," - აცხადებ პაატა იმნაძე.