18 გარდაცვლილი და 2 261 ინფიცირებული 24 საათში - კორონავირუსის სტატისტიკა

22.07.21 10:31
18 გარდაცვლილი და 2 261 ინფიცირებული 24 საათში - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან 18 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირების  2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1 410 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 21 ივლისს 8 569 აცრა ჩატარდა. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელია - 5.25%, ბოლო 7 დღის - 5.78%.

გასული წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს საქართველოში 5 636 ადამიანი ემსხვერპლა.