მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადისო? გამოჩნდა თურმე, ღამე დადიოდა - პაატა იმნაძე

23.07.21 15:23
მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადისო? გამოჩნდა თურმე, ღამე დადიოდა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, კომენდანტის საათის მოხსნას ნეგატიურად აფასებს. 

მისი თქმით, შეზღუდვებმა საკუთარი ეფექტურობა აჩვენა.

მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადისო? გამოჩნდა, თურმე ღამე დადიოდა ვირუსი, სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო, ხო? აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდვებს ჰქონდა თავისი აზრი მაშინ, როცა ჩვენ არ შეგვეძლო, შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის ალტერნატიული გზები თავის დაცვის",- აცხადებს იმნაძე.