ჩვენთან საქართველოში დელტა + დაფიქსირებულია - იმნაძე

27.07.21 12:38
ჩვენთან საქართველოში დელტა + დაფიქსირებულია - იმნაძე

პაატა იმნაძე საქართველოში კორონავირუსის ე.წ. დელტა + შტამის არსებობას ადასტურებს. 

ვირუსის შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, უკვე დელტა შტამით არის გამოწვეული. მათ შორის ე.წ. დელტა +, რომელსაც აქვს ერთი დამატებითი მუტაცია, ისინი მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია. ჩვენთან საქართველოში დელტა + დაფიქსირებულია"- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

მისი თქმით, არავითარი ლოკდაუნი არ იქნება:

მთელი წელი იმაზე იყო ლაპარაკი, რატომ გვაქვს ლოკდაუნიო. ახლა ვირუსის მართვის სხვა საშუალებებია"- ამბობს იმნაძე.