"დელტა+"-ის 2 შემთხვევა დავაფიქსირეთ - ამირან გამყრელიძე

27.07.21 12:55
"დელტა+"-ის 2 შემთხვევა დავაფიქსირეთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში "დელტა+"-ის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ე.წ. ინდური შტამის, "დელტას" ქვეშტამია. 

ესაა ჩვეულებრივი "დელტა" და ჰქვია "დელტა+", ესაა ქვეშტამი. მოგეხსენებათ, ეს ვირუსები ხშირ მუტაციას განიცდიან. გაშიფრულია და ჩვენთან "დელტა+"-ის 2 შემთხვევა გვაქვს. დაახლოებით 40-50%-მდე ჩაანაცვლა "ალფა" შტამი "დელტამ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1335 პაციენტი.