,,ფაიზერით" შეიძლება ორსულების აცრა, ,,სინოვაკით" და ,,სინოფარმით" ჯერჯერობით - არა - პაატა იმნაძე

27.07.21 13:06
,,ფაიზერით" შეიძლება ორსულების აცრა, ,,სინოვაკით" და ,,სინოფარმით" ჯერჯერობით - არა - პაატა იმნაძე

დღეის მდგომარეობით, ორსულების აცრა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მხოლოდ ,,ფაიზერის" ვაქცინითაა შესაძლებელი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

იმნაძის თქმით, ვიდრე კლინიკური კვლევები არ დასრულდება, მანამდე ,,სინოფარმით" და ,,სინოვაკით" ორსულები ვერ აიცრებიან.

,,ფაიზერს" ჩაწერილი აქვს ინსტრუქციაში, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულის აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსული. დღევანდელი სიტუაციით, ,,ფაიზერზე" შეიძლება ორსულების აცრა, ,,სინოვაკით" და ,,სინოფარმით"' ჯერჯერობით - არა", - აღნიშნა იმნაძემ.