3780 შემთხვევა, 30 გარდაცვლილი - კოვიდ 19-ის სტატისტიკა

06.08.21 10:43
3780 შემთხვევა, 30 გარდაცვლილი - კოვიდ 19-ის სტატისტიკა

საქართველოშიბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით 3780 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 30 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2052. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ავრცელებს. 

კოვიდის ყველაზე მეტი – 1640 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 628 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში.

საქართველოში  კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ჯამში 6000 გადააჭარბა.