კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ აუცრელია

06.08.21 11:37
კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ აუცრელია

კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რეკორდული ზრდის მიუხედავად, ქვეყნის პირველი პირი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი  ვაქცინაციის პროცესში ჩართვას არ ჩქარობს. ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებეული ჯანდაცვის მინისტრს ეკა ტიკარაძესაც. 

ოპოზიცია თვლის, რომ აუციელებლია ვაქცინაციის პროცესში ჩართვით მოქალაქეებს მაგალითი ქვეყნის პირველმა პირებმა და მაღალჩინოსნებმა მისცენ. 

საოცარია ხელმძღვანელი პირების, მთავრობის პირველი პირების დამოკიდებულება იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ქალბატონ მინისტრს აშკარად ანტიოვაქსერული განწყობები და გამონათქვამები აქვს, რომ ვაქცინაცია მთავარი არ არის და ეს დამხმარე ბერკეტი და ბენეფიტია, რაც პირდაპირი გზავნილია მოსახლეობისთვის, რომ არ აიცრტან და ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასევე, არ გვინახავს ბატობნი ღარიბაშილის ეს ქმედებები, რაც აშკარად ვერ იქნება მოტივატორი მოსახლეობისთის, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში კამპანია იწყება პირველი პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი პირების აცრით, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე.