კოვიდინფიცირების 4216 შემთხვევა და 38 გარდაცვლილი - მძიმე კოვიდრეალობა ქვეყანაში

07.08.21 01:16
კოვიდინფიცირების 4216 შემთხვევა და 38 გარდაცვლილი - მძიმე კოვიდრეალობა ქვეყანაში

მძიმე კოვიდრეალობა ქვეყანაში - ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 4216 შემთხვევა და 38 გარდაცვლილია. ამის მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ისევ აუცრელია, გადავსებულია საავადმყოფოები, ეწიმები პაციენტებს ვეღარ აუდიან.

მედიკოსები ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებენ და რეგულაციების დაწესების მოთხოვნით მიმართავენ. 

ძალიან გვეშნია იმისი, რაც ყველაზე მძიმეა ალბათ ექიმისთვის, როდესაც შენ ვერ შეძლებ რომ დაეხმარო ადამიანებს, როდესაც შენი დაწესებულების ზღურბლს მიღმა კვდებიან ადამიანები, როდესაც არ გყოფნის საწოლები, არ გყოფნის ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ეს სცენარი გვინდა რომ თავიდან ავიცილოთ, - ამბობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.