სრულად ვიზიარებთ იმ წუხილს, რაც ამ წერილშია აღწერილი - თამარ გაბუნია მედიკოსებს პასუხობს

07.08.21 03:01
სრულად ვიზიარებთ იმ წუხილს, რაც ამ წერილშია აღწერილი - თამარ გაბუნია მედიკოსებს პასუხობს

 მედიკოსების წერილს ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გამოეხმაურა. გაბუნია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეპირდა, რომ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშრებით  საკოორდინაციო საბჭო სამშაბათს მიიღებს. 

კოლეგებისგან მივიღეთ ღია წერილი. დიდი მადლობა მათ ამ პოზიციის დაფიქსირებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ წუხილს, რაც ამ წერილშია აღწერილი. ის ტექნიკური მხარე და რეკომენდაციები, რომელიც შემთხვევების მართის გაუმჯობესებისთის არის წარმოდგენილი სრულდება და ჩვენ ამასთან დაკავშირბეით დეტალურ აღწერილობას ვამზადებთ. რაც შეეხება რეგულაციების დაცვას, აქ ცალსახად მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე პერიოში ნიღბის გამოყენება, სოციალური დისტანცირება და ის უკიდურესად მნიშვნელოვანია, უნდა შესრულდეს, - ამბობს გაბუნია.

400-მდე ექიმი ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას საგანგებო წერილით მიმართავს. ისინი მთავრობას რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ და   ამბობენ, რომ ჰოსპიტალური სექტორი ინფიცირებულთა რაოდენობას ვეღარ აუვა და შესაძლოა, პაციენტების გადარჩენასთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთება მოუწიოთ.