ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სპეცტრანსპორტი გამართულად მუშაობს

14.08.21 04:55
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სპეცტრანსპორტი გამართულად მუშაობს

მიუხედავად იმისა, რომ სპეცტრანსპორტი, რომელმაც მოქალაქეები აცრის პუნქტამდე უნდა მიიყვანოს, ფაქტობრივად არ გადაადგილდება და მოქალაქეებს დანიშნულების ადგილამდე მისვლა ტაქსებით უწევთ, ჯანდაცვის მინსტრი ამბობს, რომ ეს საკითხი მოწესრიგებული და გამართულია.

ვაქცინაციის პროცესი დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელსაც შეფერხება არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად დამუშავდა ის სატრანსპორტო მიმოსვლა, რითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ხელმისაწვდომობა და საშუალება, რომ გადაადგილდნენ და თითოეული ვაქცინაციის პუნქტის მიმართლებით დავალება არის გაცემული, რომ მუნიციპალიტეტებმა უნდა დაამუშავონ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უმეტეს მუნიციპალიტეტში უკვე დამუშავებულია სატრანსპორტო გადაადგილების შესაძლებლობები, რომელიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება, - განაცხადა ტიკარაძემ.