უნდა დავიწყოთ 15-დან 18 წლამდე მოზარდების აცრა - ექსპერტი

14.08.21 06:54
უნდა დავიწყოთ 15-დან 18 წლამდე მოზარდების აცრა - ექსპერტი

ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ ბავშვების კოვიდ 19-ისგან დასაცავად ვაქცინაცია, პირველ რიგში, მშობლებმა უნდა გაიარონ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელის თქმით, სასურველია ვაქცინაციის პროცესში  15-18 წლამდე მოზარდებიც ჩაერთონ.

ბავშვებში მაინც, ჩვენ როგორც ვიცით, სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მშობლებს უნდა ვუთხრათ, რომ პირველ რიგში, აიცრან მშობლები, ბებიები, ბაბუები, ყველა სახლში აიცრას, რომ ბავშვზე არ გადავიდეს და ბავშვი არ დასნეულდეს. მართალია, ბავშვთა კლინიკები არის გადავსებული, ამიტომ გვჭირდება პირველადი ჯანდაცვის კარგად ამუშავება, რომ არ დაიტვირთოს კლინიკები. 15-დან 18 წლამდე უკვე უნდა დავიწყოთ კიდეც, ჩემი აზრით, აცრები, - ამბობს ჩახუნაშვილი.