თბილისში პირველი საველე ჰოსპიტალი ეწყობა - ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს ეძებს

15.08.21 06:14
თბილისში პირველი საველე ჰოსპიტალი ეწყობა - ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს ეძებს

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო პერსონალს ეძებს. ამის მიზეზი თბილისში პირველი საველე ჰოსპიტალის მოწყობაა. მძიმე ეპიდვითარების და პაციენტის სიმრავლის გამო ტიკარაძის უწყება იძულებულია ინფიცირებულების სამკურნალოდ  დამატებითი სივცე შემქნას. საველე ჰოსპიტალი დიღმის ოლიმპიურ სოფელში, ფრენბურთის სპორტულ მოედანზე ეწყობა, რომელიც 4 ათასამდე პაციენტს დაიტევს.

არსებული ინფორმაციით, საველე ჰოსპიტლისთვის ექიმების და ექთნების მობილიზება პირადად პრემიერ-მინისტრის ბრძანებაა. ინფომაციის გადამოწმებას "პირველები" ამ წუთებში ცდილობს.

ჯანდაცვის ექსპერი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ საველე ჰოსპიტის მოწყობა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ამისთვის მედპერსონალის სიმრავლეა საჭირო. 

არ წყვეტს პრობლემას. ეს არის ურთულესი სამართავი. კიდევ ვამბობ, საველე ჰოსპიტლის ასეთ პირობებში და თან ინფექციური პაციენტების სამკურნალოდ, არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სამენჯმენტო. 5 პაციენტზე საჭიროა ერთი ექთანი, ან ექთნის ასისტენტი. ჩვენ რომ 2 ათასიანი ჰოსპიტალი გავხსნათ, სადღაც 400 ექთანი და ექთნის ასისტენტი დაგვჭირდება და თუ აპირებენ, რომ 24 საათიან მორიგეობაზე გაუშვან, მაშინ 1600-მდე ექთანი და ექთნის ასისტენტი დასჭირდებ, თუ გვინდა რომ ხარისხიანი და კარგი გამოვიდეს, - ამბობს სურგულაძე.