პირველი საველე ჰოსპიტალი თბილისში - მოახერხებს თუ არა სისტემა ექიმების მობილიზებას

16.08.21 11:20
პირველი საველე ჰოსპიტალი თბილისში - მოახერხებს თუ არა სისტემა ექიმების მობილიზებას

დიღომში ოლიმპიური სოფლის სპორტულ არენაზე, სადაც საველე ჰოსპიტალი ეწყობა, დილიდან სამედიცინო ინვენტარი შეაქვთ. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული ჰოსპიტალისთვის საჭირო რაოდენობის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მობილიზებას. შესაბამისად, უცნობია ისიც, როდიდან შეძლებს პირველი საველე ჰოსპიტალი პაციენტების მიღებას. 

კლინიკური სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართველ მედიკოსება საველე ჰოსპიტალში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ამიტომ  მნიშვნელოვანია, ადგილზე სამხედრო ექიმების დასაქმება.  სპეცილაისტების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რამდენიმე წელია სამხედრო მედიცინა არ ისწავლება,  საჭიროა უკვე არსებულმა  სამხედრო ექიმებმა სამედიცინო პერსონალი გადაამზადოს. 

საველე ჰოსპიტლის მართვას აუცილებლად სჭირდება გამოცდილება, აუცილებლად სჭირდება სამხედრო ექიმების თანამონაწილეობა, იმიტომ, რომ საველე პირობებში ჰოსპიტლის ფუნქციონირებისთსი მნიშვნელოვანია დროული ე.წ. ტრიაჟი, დახარისხება ამ პაციენტების და არის იქ სპეციფიკა, რომელიც სამხედრო მედიცინის საკითხებია. დღეისთვის სამხედრო ექიმების მომზადება არ ხდება. ვფიქრობ, ეს იქნება უფრო მსუბუქი პაციენტების კატეგორიაზე გათვლილი, - ამბობს სპეციალისტი. 

საველე ჰოსპიტალთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს ჯანდაცვის მინისტრი დღეს გააკეთებს.