საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია - ჯანდაცვის მინისტრი

17.08.21 11:52
საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადებით, საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც პაციენტების ნაკადებს აქტიურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში. დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროებათ “,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღეს კორონავირუსის 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა და ამ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მიერ ბინაზე.

3 500-მდე ადამიანი არის კოვიდსასტუმროებში, ხოლო დანარჩენები მკურნალობას გადიან ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობაც არის საყურადღებო, ვინაიდან, 1500 პაციენზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი მკურნალობას გადის რეანიმაციულ საწოლზე"- თქვა მინისტრმა.