ხვალიდან სეუ-ში ვაქცინაციის ცენტრი იხსნება - წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის

17.08.21 18:57
ხვალიდან სეუ-ში ვაქცინაციის ცენტრი იხსნება - წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის

ხვალიდან, 18 აგვისტოდან, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სეუ-ს, ტერიტორიაზე (მისამართი : წინანდლის N9) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი  გაიხსნება.

ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება  ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით.

აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. 

ვაქცინაციის ცენტრი  ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით)  10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს.