სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შესაძლოა, ვერ განახლდეს

18.08.21 11:27
სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შესაძლოა, ვერ განახლდეს

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შესაძლოა, ვერ განახლდეს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, თუ ვირუსის გავრცელების ტემპი არ შენელდა, სასწავლო დაწესებულებები ფუნქციონირებას ისევ დისტანციურად განაგრძობენ. 

რეკომენდაცია მასწავლებლების იმუნიზაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არც ჯანდაცვის და არც განათლების სამინისტროს  გაუცია. პედაგოგთა ნაწილის აცრის შესახებ გადაწყვეტილებას თვითნებურად ღებულობს. 

არსებული ინფორმაციით , ამ დროისათვის მასწავლებლების 30-40 %-ია  ვაქცინირებული. 

ჯანდაცვის ექსპერტები ჯანდაცვის და ასევე, განათლების სამინისტროს მოუწოდებენ პედაგოგებს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით  უფრო აქტიურად იმუშაონ.

დღევანდელი რეალობიდან  გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სასწავლო წლის დროულად დაწყება ფაქტობრივად, შეუძლებელია, მითუმეტეს ვიცით, რომ დელტა შტამი, ძირითადად ცირკულირებს ქვეყანაში და დაახლოებით 80%-ის შემთხვევაში სწორედ ეს შტამი დომინირებს, ძალიან აქტიურად აინფიცირებს ბავშვებს, - ამბობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი.