ბათუმის ეპარქიაში მონაზონი კოვიდით გარდაიცვალა

18.08.21 11:36
ბათუმის ეპარქიაში მონაზონი კოვიდით გარდაიცვალა

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი სოსანა კოვიდით გარდაიცვალა. სამძიმრის წერილი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გუშინ, 17 აგვისტოს გაავრცელა. 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ გარდაიცვალა  სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი სოსანა ( ვასაძე)
,,სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა" - წერია სამძიმრის წერილში.