კერძო კლინიკებს მოვთხოვეთ, რომ დროულად მოახდინონ რესურსის მობილიზება - ტიკარაძე

18.08.21 12:13
კერძო კლინიკებს მოვთხოვეთ, რომ დროულად მოახდინონ რესურსის მობილიზება - ტიკარაძე

აჭარაში არსებულ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს კვირის ბოლომდე 120, ხოლო იმერეთში 150-მდე საწოლის მობილიზება დაევალათ - განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, გააკეთა. 

მინისტრი ამბობს, რომ კერძო კლინიკების აქტივობა გართულებულია, რადგან კლინიკები აცხადებენ, რომ ადამიანური რესურსის არარსებობის გამო პაციენტების მიღება უჭირთ. 

აჭარაში და ასევე იმერეთში ყოფნის დროსაც რამდენჯერმე შევხვდით კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და მათ მოვთხოვეთ და დავავალეთ, რომ დროულად მოახდინონ იმ არსებული რესურსის ოპტიმალურად უზრუნველყოფა, რათა ჩვენი პაციენტებისთვის გვქონდეს მაქსიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ ჰოსპიტალურ სექტორში გავუწიოთ მომსახურება.

ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მოცემული პირობა მათგან, რომ კვირის ბოლომდე აჭარაში მოხდება 120 საწოლამდე დამატება და ასევე 150 საწოლამდე დამატება უნდა მოხდეს იმერეთის რეგიონში- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, კლინიკებმა საწოლების მოწოდება ხვალიდან უნდა დაიწყონ.