საველე ჰოსპიტალი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით - ეკატერინე ტიკარაძე

18.08.21 11:20
საველე ჰოსპიტალი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით  - ეკატერინე ტიკარაძე

დღეიდან დიღმის ოლიმპიურ სოფელში საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰოსპიტალი საჭიროების შემთხვევაში მოემსახურება როგორც მძიმე, ასევე საშუალო სიმძიმის პაციენტებს.

ტიკარაძე აღნიშნავს, რომ საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მას შემდეგ მიიღებენ, როცა ჰოსპიტალური რესურსი საკმარისი აღარ იქნება.

საველე ჰოსპიტალი მოწყობილია სრული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობს იმას, რომ კოვიდპანდემიის მართვის პირობებში განსაკუთრებით საჭიროა, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ყველა საწოლი ჟანგბადის მიწოდებით. 

ამ საველე პირობებში ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ, თითოეული საწოლი ჟანგბათით უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ამ ტერიტორიაზე 2 5 ტონიანი ავზია მოთავსებული. 

აქ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ, როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილია ინტენსიურის და რეანიმაციის ტიპის საწოლები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ, არიან სრულად გადამზადებული და გააჩნიათ ყველა საჭირო უნარი იმისთვის, რომ გაუწიონ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება, მათი ჯანმრთელობის რისკების ყველა გადაზღვევით",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.