ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამცრელი პუნქტი გაიხსნა

18.08.21 15:15
ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამცრელი პუნქტი გაიხსნა

თბილისში კიდევ ერთი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც მსურველებს რეგისტრაციის გარეშე აცრიან. სამედიცინო ცენტრი ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს.

ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, მივიდა. ტიკარაძე ამბობს, რომ მსგავსი პუნქტები რეგიონებშიც მოეწყობა.