ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ საველე ჰოსპიტალი საჭირო ინვენტარით სრულად აღჭურვილია

18.08.21 15:19
ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ საველე ჰოსპიტალი საჭირო ინვენტარით სრულად აღჭურვილია

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ პირველი საველე ჰოსპიტალი საჭირო სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილია. მისი თქმით, ჟანგბადის სისტემა, რომელიც საველე ჰოსპიტლისთვის არის გათვალისწინებული, 500 პაციენტს სრულად უზრუნველყოფს.

საწოლები და ინვენტარი, ყველაფერი არის სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე, რომელიც დაბრუნდება ჰოლდინგის მფლობელობაში მას შემდეგ, რაც აღარ გახდება საჭირო საველე ჰოსპიტალი. თვითონ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე არის ერთი მოთქმა-მოთქმა, რომ თითქოს ის დაჯდა  რამდენიმე მილიონი, თუმცა მისი მოწყობისთვის დახარჯულია სულ 150 ათასი ლარი. მედპერსონალია უზურველყოფილია სამედიცინო ჰოლდინგის მხრიდან, არის კვალიფიციური მედპერსონალი, რომლებსაც შესაბამისი გამცდილება აქვთ. საველე ჰოსპიტალს კიდევ უფრო გავაძლიერებთ მედპერსონალით. ჟანგბადის სისტემა იქნება სრულიად საკმარისი ამ ადამიანებისთვის, - აცხადებს ტიკარაძე.