საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა

19.08.21 20:00
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა - ბოკერიას სახელობის კლინიკაში ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. მედიკოსებმა 7 თვის ფეხმძიმეს საკეისრო კვეთა გაუკეთეს და ნაყოფის გადარჩენა შეძლეს, თუმცა რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ლეტალური შედეგი დადგა. 

ეს საქართველოში ორსულის კოვიდით  გარდაცვალების უკვე მეექვსე შემთხვევაა.

რამდენიმე დღის წინ, ვირუსთან ბრძოლაში 30 წლის ქალი დამარცხდა.