კოვიდგანგაში გურიაში - რეგიონი ეპიდაფეთქების ზღვარზეა

20.08.21 11:13
კოვიდგანგაში გურიაში - რეგიონი ეპიდაფეთქების ზღვარზეა

კოვიდგანგაში გურიაში - რეგიონი ეპიდაფეთქების ზღვარზეა. ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგებია ლაბორატორიებთან, გასატესტად მისული ადგილობრივები კოვიდრეგულაციებს ვერ იცავენ.  ლაბორატორიასთან შეკრებილები ამბობენ, რომ რიგში, სადაც დისტანციას არავინ იცავს, კოვიდ 19-ით დაინფცირების შანსი დიდია. 

იმიტომ არის რთული, რომ თვითონ ადამიანები ქმნიან ამ ქაოსს. ჩვენგან არაფერი მოდის, ჩვენ ვემსახურებით კეთილსინდისიერად. რა უნდა ქნა?  ხალხი შეშინებულია, ერთმანეთსაც არ ინდობენ აქ, რთული სიტუაციაა, - ამბობს ლაბორატორიის თანამშრომელი.

პრობლემაა სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებითაც. მაღალი მიმართვიანობის გამო სასწრაფოს ბრიგადები ვირუსით დაავადებულებთან  დაგვიანებით მიდიან. ადამიანები  ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმებს. კოვიდ მიმღები კლინიკები, ფაქტობრივად, გადავსებულია.