დადექი გადარჩენილი სიცოცხლის მხარეს და აიცერი! - ბიძინა კულუმბეგოვი

20.08.21 11:50
დადექი გადარჩენილი სიცოცხლის მხარეს და აიცერი! - ბიძინა კულუმბეგოვი

ექიმი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ბოლო 24 საათში კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ეხმიანება და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. სამედიცინო სფეროს  წარმომადგენელი წერს, რომ ბევრი ვაქცინირებული ადამიანი ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. 

პროვაქსერის მიზნები  - ბევრი ვაქცინირებული, მეტი გადარჩენილი სიცოცხლე!
ანივაქსერის მიზნები - ცოტა ვაქცინირებული, მეტი დაკარგული სიცოცხლე!
დღეს კოვიდმა წაგვართვა  59 თანამოქალაქე 
დადექი გადარჩენილი სიცოცხლის მხარეს და აიცერი!,
-წერს კულუმბეგოვი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 59 ადამიანი.

ვირუსისგან 3393 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია  10.22%, ბოლო 14 დღის - 10.86%, ხოლო ბოლო 7 დღის –10.98%.