დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

20.08.21 15:12
დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

დიღმის საველე ჰოსპიტალის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე  ამბობს, რომ ჰოსპიტალში შეყვანილი პაციენტების უმრავლესობა კორონავირუსის ინდური შტამითაა ინფიცირებული.  

დელტას მატარებელი ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია. ცხრა ადამიანს  საველე ჰოსპიტალში ახლა 30 მედიკოსი უვლის. მათ შორის არიან სამედიცინო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები. საველე ჰოსპიტალში მოთავსებულთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

გამთენიისას შემოიყვანეს 9 პაციენტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ამჯამად სტაბილურად არიან და არიან ჯანგბადდამოკიდებული, ძირითადად დელტა შტამია და საშუალო ასაკი", - აცხადებს საველე ჰოსპიტალის ექიმი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური 59 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო ჰოსპიტალურ სექტორში 8 ათასი საწოლია მობილიზებული.  აქედან გამომდინარე, საველე ჰოსპიტალებზე დაწოლა დაიწყება.

შემოდგომის პიკზეც არ გვყოლია 59 ათასი აქტიური პაციენტი. მაშინ გვყავდა 33 ათასი პაციენტი. ჰოსპიტალური სექტორის რეზერვი 8 ათასი საწოლია. ამიტომაც მომზადდა საველე ჰოსპიტლები ძირითადად თბილისში, რადგან ყველაზე დიდი დატვირთვა დედაქალაქზე მოდის - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.