მედიკოსები ანტივაქსერი კოლეგების წინააღმდეგ - არ არის კვლევა, რომ ვაქცინა უფრო რისკის შემცველია, ვიდრე ინფექცია

20.08.21 16:59
მედიკოსები ანტივაქსერი კოლეგების წინააღმდეგ - არ არის კვლევა, რომ ვაქცინა უფრო რისკის შემცველია, ვიდრე ინფექცია

არ არსებობს არც ერთი სამედიცინო კვლევა, რომელიც დააადასტურებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის უფრო მეტი რისკის შემცველი, ვიდრე თავად კოვიდით ინფიცირება, ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორი აცხადებს. ივანე ჩხაიძის თქმით, ექიმის ანტივაქსერული პოზიცია სამედიცინო საზოგადოების მხრიდან მკაცრად განხილვის თემა უნდა გახდეს.

მე არ ვიტყვი, რომ ეს დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, თუ ეს მიზანმიმართულად ხდება, მინიმუმ, სამედიცინო საზოგადოებას ანაზე ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს. ეს უკვე ექიმის პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხია. რატომ მოუწოდებ ადამიანს, რომ აცრა არ გაიკეთოს? რატომ ხარ დარწმუნებული, თუ ადამიანი დაგიჯერებს და აცრას არ გაიკეთებს, მას კორონა არ დაემართება და არ მოკვდება?

არ ვიცი, ასეთი ქმედება რამდენად შეთავსებადია ექიმის პროფესიასთან. ვთვლი, რომ ეს პირდაპირ დანაშაულია - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 სამედიცინო პერსონალში გაზრდილი ანტივაქსერული დამოკიდებულებების გამო დღეს ექიმთა ნაწილი იძულებული გახდა ეთქვა, რომ მათი კოლეგები, ისინი ვინც პაციენტებს აცრისგან თავის შეკავების ურჩევენ,  დანაშაულს ჩადიან. 

მედიკოსების თქმით, თუ დადასტურდება, რომ ექიმები მიზანმიმართულად ხელს უშლიან ვაქცინაციას, ამ ფაქტებს მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს.   

ანტივაქსერული დამოკიდებულების ზრდას ექიმების ნაწილი ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას აბრალებს.