საველე ჰოსპიტალში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს - უმეტესობა დელტა შტამით არის ინფიცირებული

21.08.21 00:15
საველე ჰოსპიტალში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს - უმეტესობა დელტა შტამით არის ინფიცირებული

საველე ჰოსპიტალში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. უმრავლესობა დელტა შტამით არის დაავადებულიდა ჟანგბადდამოკიდებულია. "პირველების" ინფრმაციით ერთ-ერთ ინფიცირებულს თანხმლევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საველე ჰოსპიტალში მკურნალობას სულ 19 პაციენტი გადის, ამათგან 15 ჟანგბადდამოკიდებულია.

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საველე ჰოსპიტალში სტანდარტები დაცული არ არის. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ადგილზე საწოლები მჭიდროდ არის განთავსებული, რას შესაძლოა, ინფიცირების წყარო გახდეს.