ექიმი, რომელმაც მოქალაქე "ფაიზერის" ნაცვლად შეცდომით "სინოფარმით" აცრა, გაათავისუფლეს

21.08.21 00:39
ექიმი, რომელმაც მოქალაქე "ფაიზერის" ნაცვლად შეცდომით "სინოფარმით" აცრა, გაათავისუფლეს

ქუთაისში საავადმყოფოდან გაათავისუფლეს ექიმი, რომელმაც მოქალაქე  შეცდომით "ფაიზერის" ნაცვლად "სინოფარმით" აცრა. შემთხვევა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში მოხდა.  მარი შეიშვილი მეორე დოზით იცრებოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და საავადმყოფოს ადმინისტრაცია ირწმუნებიან, რომ სხვა და სხვა პრეპარატით აცრა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.