საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალება ისტორიულ მაქსიმუმზეა - სპეციალისტები მიზეზებს განმარტავენ

21.08.21 02:27
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალება ისტორიულ მაქსიმუმზეა - სპეციალისტები მიზეზებს განმარტავენ

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალება ისტორიულ მაქსიმუმზეა. ვირუსით სიკვდილიანობის მიზეზად  სპეციალისტები ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და არასამკარისი ადამიანური რესურსებს ასახელებენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მძიმე პაციენტები კლინიკაში მოხვედრას ვერ ახერხებენ.

სიკვდილიანობის ზრდის კიდევ ერთ მიზეზად ექიმები არასაკმარის ვაქცინაციასაც ასახელებენ. მათი თქმით,  მოძველებულია პროტოკოლიც, რომლითაც  კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

სპეციალისტები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ მომდევნო კვირა უფრო სტესული იქნება. 

მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი გვაქვს თვითონ დაავადების მწვავე მიმდინარეობიდან გამომდინარე და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ უკვე,  პრაქტიკულად, ჩაანაცვლა დელტა შტამმა ბრიტანული შტამი. ჰოსპიტალური სექტორი არის გადატვირთული, ადამიანების სტაციონარიზაციის პროცესი ძალიან გაძნელებულია. ყველაზე შემაშფოთებელი სტატისტიკაში რაც არის, თუ წინა ტალღების დროს ასაკი იყო მაღალი და იყო 65 წლიდან ზევით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის სტატისტიკა გაჩვენებს, რომ 30-დან 40 წლამდე საკმაოდ მომატებულია. მომდევნო ერთი კვირა იქნება ალბათ ძალიან სტრესული და ამიტომ ნებისმიერი წამი და წუთი იმაზე ფიქრში გამოვიყენოთ, რომ დავიცვათ უმკაცრესად რეგულაციები, - ამბობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.