პრობლემა არის უცოდინრობა, მმართველობის არ არსებობა - ვატო სურგულაძე

21.08.21 02:44
პრობლემა არის უცოდინრობა, მმართველობის არ არსებობა  - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდს უცოდინრობას და ვირუსის არასწორ მმართვას უკავშირებს. სურგულაძე დარწმუნებულია, რომ კაცობრიობა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტს აუცილებად შექმნის, თუმცა მისი თქმით, ეს დროში განსაზღვრული არ არის. 

პრობლემა არის უცოდინრობა, მმართველობის არ არსებობა, რისკების გაუმიჯნაობა და მიღებული გადაწყვეტილებების ვერ და არ შესრულება. საბოლოოდ, მედიკამენტს, როგორც პროფილაქტიკის, მსუბუქი ფორმების, რთული ფორმების, აუცილებლად შექმნის კაცობრიობა, მაგრამ რამდენად მალე იქნება, ეს არის საკითხავი. უფალს ვთხოვოთ, რომ რაც შეიძლება მალე იყოს, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ ყოველ დღე, ეს არის ამოცანა, - ამბობს სურგულაძე.