გარდაცვლილი ადამიანების 100% არის აუცრელი - კულუმბეგოვი

21.08.21 04:17
გარდაცვლილი ადამიანების 100%  არის აუცრელი - კულუმბეგოვი

იმუნოლოგი და ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას ეხმიანება და ამბობს, რომ ვირუსით გარდაცვლილთა 100 % აუცრელი იყო. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე უსვამზ ხაზს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. 

შემთხვევების რაოდენობა როდესაც პროგრესულად იზრდება, რასაკვირვებელია, ამას ცოტა მოგვიანებით მოჰყვება სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა, ამიტომ, ერთი შეხედვით, უჩვეულო აქ არაფერი არ არის. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენ დღეს შესაძლებლობა გვაქვს ვაქცინაციის. ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 15-20- ჯერ მცირდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, რომ გარდაცვლილი ადმიანების 100 % საშუალოდ ყოველდღიურად ეს არის აუცრელი ადამიანები. ეს მონაცემები შემდგომი ორი კვირის, აგვისტოს ბოლომდე არ დასტაბილურდება, სიკვდილიანობის მაჩვენებელს ვგულისხმობ. ერთხელ კიდევ ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ყველასთვის, რომ რაც შეიძლება, ყველას ვისაც შეუძლია, ვისაც საზოგადოების რაღაცა ნაწილზე გავლენა აქვს, ყველას მოუწოდეთ, რომ ვაქცინაციას აქვს ძალიან მინიმალური გვერდითი ეფექტები, - ამბობს კულუმბეგოვი.