სწრაფი ტესტის სანდოობა - მოქალაქეების 80 % ცრუ უარყოფითი პასუხი უფიქსირდებათ

22.08.21 02:11
სწრაფი ტესტის სანდოობა - მოქალაქეების 80 % ცრუ უარყოფითი პასუხი უფიქსირდებათ

ცდება თუ არა სწრაფი ტესტი - ირკვევა, რომ სწრაფი კვლევით  მოქალაქეების 80 % ცრუ უარყოფითი პასუხი უფიქსირდებათ. კოვიდდადებითი პირები მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იგებენ, რომ ვირუსის მატარებლები არიან. ინფიცირებულები ასობით ადამიანს აავადებენ ისე, რომ ამის შესახებ არ იციან. 

ჯანდაცვის ექსპერტები გაურესებულ ეპიდვითარებას და პაციენტების დამძიმებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. 

რამდენიმე ფაქტორია, ეს არის დაგვიანებული დიაგნოსტირება, შესაბამისად, დაგვიანებული გადაყვანა საავადმყოფოში და დაგვიანებული მკურნალობის დაწყება. სწრაფი ტესტის აღებას თავის ტექნიკა სჭირდება, პატარა შეცდომამაც კი შეიძლება, მოგვცეს ე.წ. ცრუ უარყოფითი. რეალურად ადამიანს აქვს, მაგრამ გვაჩვენებს ცრუ უარყოფითს, - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე.