24 საათში კორონავირუსს 60 ადამიანი ემსხვერპლა

23.08.21 10:32
24 საათში კორონავირუსს 60 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში  ინფიცირების 2354 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსისგან 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 24 საათში 17 670 ტესტი ჩატარდა.