ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული სამი კვირის ჩვილის გადარჩენას ცდილობენ

23.08.21 10:55
ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული სამი კვირის ჩვილის გადარჩენას ცდილობენ

ექიმები სამი კვირის ჩვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. კოვიდინფიცირებული პაციენტი ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ ბლოკში ჰყავთ მოთავსებული. მას სავარაუდოდ ინდური, ე.წ. დელტა შტამი, აქვს და მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად.

კლინიკებში თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო მედპერსონალს მუშაობა საველე პირობებში უწევს. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაზრდილია.