ორჯერ აცრილის გარდაცვალება დაფიქსირდა - ჯანდაცვის მინისტრი

23.08.21 11:40
ორჯერ აცრილის გარდაცვალება დაფიქსირდა - ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოში ორჯერ აცრილი ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა - ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დაადასტურა. 

 მინისტრის თქმით,  "ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს", რადგან მსგავსი ფაქტები აღირიცხა მსოფლიოში აცრილთა  0.001%-ში.

იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები, რაც გამოიწვია მათმა ქრონიკულმა დაავადებებმა და ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო" - აღნიშნა ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა.