საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს ვაქცინის მესამე დოზით აცრიან

23.08.21 11:53
საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს ვაქცინის მესამე დოზით აცრიან

ვაქცინის მესამე დოზა ჯერ გარკვეული ჯგუფისთვის დაიშვება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ, ანუ მესამე დოზის, საკითხზე იმსჯელებენ და ცვლილება საქართველოს პროტოკოლშიც შევა.

მესამე ე.წ. ბუსტერ დოზაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე, ჩვენ ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. მასობრივად მესამე დოზების გამოყენების შესახებ ჯერჯერობით მსჯელობა არ მიმდინარეობს“, - განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.