კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი თბილისში - ადგილზე 30-მდე პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი

23.08.21 13:09
კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი თბილისში - ადგილზე 30-მდე პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი

კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი თბილისში - ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალი 200-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს, თუმცა რეალურად იქ 30 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. საველე ჰოსპიტალში ამ დროისათვის მკურნალობას 20 პაციენტი გადის, შესაძლებელია კიდევ 10 ადამიანის მიღება.   პაციენტების უმრავლესობა ჟანგბდადამოკიდებულია.

დედაქალაქში ერთ-ერთი საველე ტიპის ინფრატსრუქტურა გაიმართა ასევე ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი 200 საწოლზე დაწესებულება გავმართეთ. გუშინ უკვე დაიწყო პაციენტების მიღება და დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.