სამედიცინო ინვენტარის და ჟანგბადის ბალონების დეფიციტი - გორის სამხედრო ჰოსპიტალი დახმარებას ითხოვს

23.08.21 17:14
სამედიცინო ინვენტარის და ჟანგბადის ბალონების დეფიციტი - გორის სამხედრო ჰოსპიტალი დახმარებას ითხოვს

გორის სამხედრო ჰოსპიტალი დახმარებას ითხოვს. კლინიკის ხელმძღვანელობა შესყიდვების სააგენტოს საგანგებო წერილით მიმართავს. გაგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ რთული ეპიდვითარების გამო კლინიკას საკმარისი სამედიცინო ინვენტარი აღარ აქვს  და ვერც მძიმე პაციენტების დროულად მომსახურებას ახერხებს. 

გორის სამხედრო ჰოსპტალის ადმინისტრაცია სახელმწიფოს სამი მილიონი ლარის გამოყოფასა და აუციელებელი სამედიცინო აღჭურვილობის გამარტივებული წესით შეძენას სთხოვს. 

წერილში ასევე წერია, რომ კლინიკაში ჟანგბადის ბალონების დეფიციტია, არსებული ბალონები კი გადატვირთული მუშაობის გამო ავარიულ მდგომარებაშია. 

„პირველებთან“ საუბარში გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი კლინიკაში არსებულ პრობლემებს უარყოფს და ამბობს, რომ წერილში დახმარება პრევენციის მიზნით ითხოვა. 

ეს ჩვეულებრივი წერილია, მოტივაცია მინდა, გავაკეთო, ეს რომ არ მოხდეს, ჯვარი სწერიათ, - ამბობს მალხაზ ურთქმელაძე. 

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კლინიკებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ქვეყნის პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს აკისრებენ.