ამერიკის წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ი სრულად დაამტკიცა

23.08.21 18:33
ამერიკის წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ი სრულად დაამტკიცა

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ, FDA,  კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატად Pfizer-ი სრულად დაამტკიცა. ვაქცინას აქამდე გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ჰქონდა. 

FDA-ის მიერ ვაქცინის სრულად დამტკიცება არის ერთ-ერთი ეტაპია, რასაც მივაღწიეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კორონავირუსის პანდემიასთან. ფაიზერმა და სხვა ვაქცინებმა დააკმაყოფილეს აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციის გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო მკაცრი და სამეცნიერო სტანდარტები. ამასთან, ფაიზერი პირველია, რომელსაც სრული ავტორიზაცია მიენიჭა. 

​საზოგადოებას შეუძლია, სრულად დარწმუნებული იყოს, რომ ეს ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და წარმოების იმ უმაღლეს სტანდარტებს, რომელსაც FDA პროდუქტის დამტკიცებამდე აყენებს". - განაცხადა FDA-ის კომისარმა, დოქტორმა, ჯენეტ ვუდკოკმა. 

Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა საქართველოშიც ხელმისაწვდომია.