60 გარდაცვლილი, 5924 ახალი შემთხვევა - კორონასტატისტიკა დღეს

24.08.21 10:44
60 გარდაცვლილი, 5924 ახალი შემთხვევა - კორონასტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ვირუსი დაუდასტურდა 5924 ადამიანს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 777 პირი. 

ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ისევ თბილისშია.

23 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.72%.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში 47 288 ტესტი ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა - 629, იმერეთი - 803, ქვემო ქართლი - 376, შიდა ქართლი - 381, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 537, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი -77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 112.