საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეგულაციები - რესტორნები 22 საათამდე იმუშავებს

24.08.21 14:29
საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეგულაციები - რესტორნები 22 საათამდე იმუშავებს

25 აგვისტოდან რესტორნები და კვების ობიექტები 22 საათამდე იმუშავებს, საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციები დააწესა. გარდა ამისა,  2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი, საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებების მონაწილეობით მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

რაც შეეხება გართულებული ეპიდვითარების გამო არჩევნების გადადებას, საკითხი დღის წესრიგში არ დგას.   

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარების წესი ღია და დახურულ სივრცეში ძალაში კვლავ რჩება.